შპს ”თიზი ჯგუფი”-ს ისტორია 2022 წელს დაიწყო და სამ წარმატებულ პროექტს ითვლის. 2 წლის განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა კომპანიად, რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა პროექტი დაგეგმილია და აშენებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. კომპანია შეუჩერებლად ცდილობს მიყვეს ტექნოლოგიურ განვითარებას და ინოვაციებს, სამშენებლო პროცესში გამოიყენოს თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები, რაც იძლევა საშუალებას დამკვეთებისათვის შეთავაზებული იქნას მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ხარჯები და ტექნიკური გადაწყვეტილებები. კომპანია საკუთრებაში ფლობს მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკის სრულ ბაზას, რომელიც საჭიროა სასტუმროების, მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სამშენებლო სამუშაოები; ლითონკონსტრუქციების მოწყობა; შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები; სამშენებლო პროექტებისა და საპროექტო საქმიანობის მენეჯმენტი. კომპანია დღეის მდგომარეობით თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე მოქმედ ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან და სარგებლობს ნდობითა და მაღალი რეპუტაციით.